geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“

ივანე ჯავა­ხი­შვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი 2026 წლის 19-20 ოქტომბერს უმასპინძლებს მხატვრებსა და მკვლევრებს საქართველოსა და უცხოეთის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმზე: „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“, რომელიც მიეძღვნება ქართველი მხატვრის, თამაზ ხუციშვილის ხსოვნას.

საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმარ­თუ­ლე­ბაა სახვითი ხელოვნება,  დარგი, რომლის სწავლებასაც თსუ-ში 60-წლიანი ისტო­რია აქვს. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა, გა­იმართება მასტერკლასი, ვორკშოპი და გამოფენა, სადისკუსიო ფორუმები, ფორმალური და არაფორმალური ხასიათის შეხვედ­რები.

იხილეთს სიმპოზიუმის საინფორმაციო წერილი